უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45 პროცენტი აქვს დარჩენილი
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45 პროცენტი აქვს დარჩენილი

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთს ომამდე არსებული რაკეტების 45% აქვს დარჩენილი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

„ჩვენი გათვლებით, მათ დარჩათ არაუმეტეს 45% რაკეტებისა, რომლებიც მათ ომის დაწყებამდე ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა „ისქანდერებთან“ დაკავშირებით, მათ დარჩათ დაახლოებით 20%, რაც ჰქონდათ და შესაძლოა, ნაკლებიც“, – განაცხადა მან.

სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში რთული ვითარებაა ასევე „კალიბრებთან“ დაკავშირებით, იწურება X-22 და S-300 რაკეტების მარაგიც.

„მათ უკვე აქვთ მაღალი სიზუსტის იარაღის ნაკლებობა. ყველა ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით, მათ უნდა ჰქონდეთ 30%-ის რეზერვი, ზოგიერთი ტიპის რაკეტებისთვის კი, უკვე თითქმის არ არის. მაგალითად, იგივე „ისქანდერებისთვის“, -აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს ასევე „კინჟალის“ ტიპის რაკეტების სიმცირეც აქვთ.

„ცოტაა, 30-40 ცალი. ეს ის ნიმუშებია, რომლებიც პირველად შევიდნენ შეიარაღებაში. არ მომხდარა მათი მასობრივ წარმოება. ისინი მათ იყენებდნენ, ეფექტური იარაღია, მაგრამ გამოიყენება ძალის დემონსტრირებისთვის“, – ამბობს სკიბიცკი.