უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩი მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, გაქცეული ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელარუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება და კრემლი მას სპეცოპერაციისთვის ამზადებს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
არსებული ცნობებით, ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, ეცდებიან იანუკოვიჩის „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას.
უკრაინული მედია იუწყება, რომ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს კრემლის მხრიდან კონკრეტული სახის საინფორმაციო ოპერაციის ან ქმედების სავარაუდო მომზადებაზე ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის უკრაინაში დაბრუნების ან უახლოეს მომავალში მისი სახელით უკრაინელი ხალხისადმი მიმართვის გამოქვეყნებაზე.