უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრებმა ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
კულებამ კოლეგას შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტში სომხეთის მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, კიევის „მშვიდობის ფორმულა“ და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზა გააცნო.
მინისტრებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები.