უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს
უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „ხუტუ“ გააძევეს, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, 37 წლის ირაკლი ყალიჩავა ე.წ. სოხუმელი ქურდების კლანის წევრია და ის კრიმინალურ წრეებს ოდესაში ზედამხედველობდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურში განმარტეს, რომ ყალიჩავა პოსტსაბჭოთა სივრცეში 40 ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტს შორის ერთ-ერთია და ის უკრაინაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მოხვდა.
გავრცელებული ცნობით, ყალიჩავა უკრაინიდან გააძევს და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
უკრაინის პოლიციამ და სხვა სამართალდამცავებმა 2018 წლის თებერვალში დაიწყეს ოპერაცია სახელწოდებით „მიგრანტი“, რომლის მიზანი უკრაინაში მოქმედი უცხო ქვეყნის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტების დაკავება და გაძევებაა.