უკრაინელმა დეპუტატმა, იური არისტოვმა, რომელიც მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს, რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა
უკრაინელმა დეპუტატმა, იური არისტოვმა, რომელიც მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე შენიშნეს, რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა

უკრაინელმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრმა, იური არისტოვმა რადას დატოვების შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც მედიაში მისი მალდივის კუნძულებზე ყოფნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

როგორც უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის შესახებ არისტოვის განცხადებას რადა უახლოეს პლენარულ სესიაზე განიხილავს.

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 48 წლის იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის ერთ-ერთ კუნძულზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შენიშნეს. მოგვიანებით, მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ პარტიაში სწავლობენ ინფორმაციას არისტოვის მალდივის კუნძულებზე ვოიაჟის შესახებ და დადასტურების შემთხვევაში დეპუტატს მანდატის დაკარგვა ემუქრება.