უკრაინელი სამხედროების ცნობით, ქალაქ მაკიივკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 300 კი დაშავდა
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ქალაქ მაკიივკაში სარაკეტო დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 300 კი დაშავდა

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 300 კი დაშავდა.

„ბიბისის“ ცნობით, უკრაინელების სამიზნე გახდა ქალაქ მაკიივკაში მდებარე შენობა, სადაც რუსი სამხედრო მოსამახურეები იყვნენ განთავსებული.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქში მდებარე დასახლებაზე მიიტანეს სარაკეტო დარტყმა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა არ დაუსახელებიათ.

რუსულმა მედიამ ასევე დაადასტურა უკრაინელების იერიშის შესახებ ინფორმაცია, თუმცა უარყო 400 ჯარისკაცის დაღუპვა.

ამასთან, ყოფილმა რუსმა სამხედრომ, იგორ გირკინმა განაცხადა, რომ უკრაინელების დარტყმის შედეგად, ასობით რუსი სამხედროა დაღუპული, ძირითადად კი, ახლახან მობილიზებული ჯარისკაცები.