უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ავდეევკასთან მდებარე ორი სოფლიდან გავიდნენ
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ავდეევკასთან მდებარე ორი სოფლიდან გავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული დაჯგუფების, „ტავრიის“ წარომადგენელზე, დმიტრი ლიხოვოიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი სამხედროები გავიდნენ მცირე ზომის სოფლებიდან სევერნოე და სტეპნოე. ამ სოფლებში ომამდე სულ 100 ადამიანი ცხოვრობდა“, – განაცხადა ლიხავოიმ.
ამასთან, როგორც ის ამტკიცებს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს თავდაცვის ხაზის დასტაბილურება ტონენკოს, ორლოვკისა და ბერდიჩევის რაიონებში.
ცნობისთვის, დღეს დილით რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინის დასახლებული პუნქტი სევერნოე დაიკავეს.