უკრაინელი დეპუტატი ვოლოდიმირ არიევი - გვაქვს ინფორმაცია, რომ სანქცირებული ტვირთი გადის რუსეთში საქართველოს გავლით, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს თან, მაგრამ ცნობები გვაქვს
უკრაინელი დეპუტატი ვოლოდიმირ არიევი - გვაქვს ინფორმაცია, რომ სანქცირებული ტვირთი გადის რუსეთში საქართველოს გავლით, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს თან, მაგრამ ცნობები გვაქვს

ჩვენ არ ვიყავით წინააღმდეგი, მზად ვიყავით კენჭისყრის დროს მხარი დაგვეჭირა და განვაცხადეთ ამის შესახებ, მაგრამ არ ვიყავით მზად, რეზოლუციის პროექტის თანასპონსორები ვყოფილიყავით და ვერ დავუჭერთ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას იმ პოლიტიკის გამო, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს სანქციებს, – ამის შესახებ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინელმა დეპუტატმა, ვოლოდიმირ არიევმა განაცხადა.

უკრაინელი დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და სათანადო მსჯელობა უნდა იყოს.

„გვაქვს ინფორმაცია კომპანიებზე, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან, მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალებს და აგზავნიან სამხედრო კომპონენტებს, რაც ეხმარება რუსეთის ჯარს უკრაინის წინააღმდეგ ომში. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს თან, მაგრამ ცნობები გვაქვს. მთავრობები უნდა დასხდნენ და იმსჯელონ. გვაქვს ინფორმაცია, რომ სანქცირებული ტვირთი გადის რუსეთში საქართველოს გავლით. საქართველო მარტო არაა, მაგალითად, ყირგიზეთზეც გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს, რომელმაც ომი გამოიარა, არ უნდა ჰქონდეს ისეთი სახის ვაჭრობა რუსეთთან, რომელიც უკრაინას დააზარალებს“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.