უკრაინელი დეპუტატი - დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში არ უნდა იყოს იმ ქვეყნის ადგილი, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკას მისდევს
ორგანიზაციაში, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, არ უნდა იყოს იმ ქვეყნის ადგილი, რომელიც მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკას მისდევს, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლეგ მერეჟკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინელი დეპუტატის თქმით, შეცდომა იყო ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებულიყო, რადგან არსებობდა გარკვეული პროგრესის იმედი, თუცა პროგრესის ნაცვლად, რუსეთში ვითარება სულ უფრო უარესდება.
„ერთი წლის წინ, შეცდომით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელაში დაბრუნებულიყო. მოსალოდნელი იყო, რომ იქნებოდა გარკვეული პროგრესი რუსეთის მხრიდან, რომ რუსეთი შეცვლის თავის გზას და მიდგომას ადამიანის უფლებების მიმართულებით. ახლა, ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ვკითხულობთ, სად არის პროგრესი. პასუხი არის, რომ პროგრესი არ არის. პირიქით, რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ორგანიზაციაში, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის პრინციპებს, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, არ უნდა იყოს ადგილი იმ ქვეყნისთვის, რომელიც სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, ახორციელებს ომის დანაშაულებს და მისდევს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის პოლიტიკას“ – აღნიშნა ოლეგ მერეჟკომ.