უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ცხრა დაღუპულიდან რვა ქალაქ ხარკოვზე მიტანილ იერიშს ემსხვერპლა, მათ შორის არის რვა წლის ბავშვიც.

ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

პოლიციის ცნობით, დაშავდა 57 ადამიანი, მათ შორის, რვა ბავშვია.

დარტყმების სამიზნე გახდა კიევიც. უკრაინის დედაქალაქის მერის ცნობით, დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.

სასწრაფო დახმარების სამსახურების ცნობით, კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

კრემლში განაცხადეს, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო პირებს არ უმიზნებენ.