უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება
უკრაინაში ზედიზედ მეორე დღეა, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა აღირიცხება.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 26 870 დაინფიცირდა, 648 ადამიანი გარდაიცვალა, 9 784 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულებს შორის არიან 1 824 ბავშვი და 491 მედიკოსი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 878 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორ მილიონ 421 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 66 852 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.