უკრაინაში, ივანო-ფრანკოვის ოლქში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაკარგულად ითვლება.
როგორც ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ფედოროვმა განაცხადა, ივანო-ფრანკოვის ვერხოვინის რაიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 19 სოფელი.
რამდენიმე რაიონში ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია გზები და დამბები.