უკრაინაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა

01:30, 24.06.2020

უკრაინაში, ივანო-ფრანკოვის ოლქში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი, დაკარგულად ითვლება.

როგორც ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ფედოროვმა განაცხადა, ივანო-ფრანკოვის ვერხოვინის რაიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 19 სოფელი.

რამდენიმე რაიონში ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია გზები და დამბები.

მსგავსი