უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო - ძიუბამ ითხოვა, რომ ნაკრებში არ გამოიძახონ #1TVSPORT
„ზენიტის“ თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ რუსეთის ნაკრებში თამაშზე დროებით უარი უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო თქვა – ამის შესახებ Daily Mail წერს და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის სიტყვებს ციტირებს.
„უკრაინაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, სადაც ძიუბას ბევრი ნათესავი ჰყავს, მან ბოდიში მოიხადა და ოჯახური მიზეზების გამო ითხოვა, რომ ამ შეკრებაზე არ გამომეძახა“, – განაცხადა კარპინმა.
ძიუბამ ბოლოს რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. მაშინ ნაკრების მწვრთნელი სტანისლავ ჩერჩესოვი იყო. კარპინის დროს მას ჯერ არ უთამაშია.