მირანჩუკებმა კვარაცხელია საუკეთესოებში დაასახელეს
მირანჩუკებმა კვარაცხელია საუკეთესოებში დაასახელეს

პოპულარული გამოცემა „სპორტ-ეკსპრესის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემტევებმა, ძმებმა მირანჩუკებმა დაასახელეს.

სიაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა საბოლოოდ, 5 ქულა დააგროვა და 28-ე ადგილი დაიკავა, რაც კარგი სეზონის შემდეგ მოულოდნელად დაბალი ადგილია. კვარაცხელიამ თავი განსაკუთრებით ბრწყინვალედ ჩემპიონატის ბოლო ნაწილში გამოავლინა.

მას ხმა მისცეს „ლოკომოტივის“ წარმომადგენლებმა, ძმებმა მირანჩუკებმა – ალექსეიმ მე -2 ადგილზე დააყენა, ხოლო ანტონმა – მე -3 ადგილზე. კვარაცხელიას ასევე ხმა მისცა „უფასა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯემალ ტაბიძემ.

საუკეთესო ფეხბურთელად „ზენიტის“ ფორვარდი არტემ ძიუბა დასახელდა. საინტერესო ფაქტია – მისი გუნდის კაპიტანმა, ბრონისლავ ივანოვიჩმა პირველ ადგილზე ასევე სანკტ პეტერბურგის „ზენიტისა“ და ირანის ნაკრების 25 წლის თავდამსხმელი სარდარ აზმუნი დაასახელა, ხოლო ძიუბასთვის მხოლოდ მეორე ადგილი გაიმეტა. მეორე ადგილი დაიკავა „ლოკომოტივის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ალექსეი მირანჩუკმა.