ვარიანტი მიუღებელია - ძიუბამ გაგნიძის „ურალში“ თამაში არ ისურვა #1TVSPO
ვარიანტი მიუღებელია - ძიუბამ გაგნიძის „ურალში“ თამაში არ ისურვა #1TVSPO

პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელმა, არტიომ ძიუბამ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოთქვა შეთავაზებაზე, რომლითაც მას ეკატერინბურგისურალმა“ მიმართა (სადაც ლუკა გაგნიძე თამაშობს) და იჯარით გადასვლა შესთაზავა.

საქმე ისაა, რომ რუსეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ასაკში შევიდა (33 წლისაა) და ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა მასზე უარი თქვა, კაპიტნად კი გიორგი ჯიქია აირჩიეს.

ამ ყველაფრის გამო ეკატერინბურგის კლუბის პრეზიდენტმა, გრიგორი ივანოვმა განაცხადა, რომ „ურალი“ ფეხბურთელის იჯარით იყო დაინტერესებული და ძიუბას ეკატერინბურგში თამაში შესთავაზა, რაც ფორმის აღდგენასა და რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაში დაეხმარებოდა.

„ეს არის ფანტაზიის სფეროდან, რაღაც მარველის სამყაროდან“, – ციტირებს ძიუბას Match TV.

ძიუბამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „ზენიტის“ სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად აღარ ათამაშებედნენ, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, მე-15 ტურის მატჩში „ნიჟნი ნოვგოროდთან“ (5:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა და მიმდინარე სეზონში 10 გოლით საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-2 ადგილზე დაწინაურდა.