რუსეთის ნაკრების კაპიტანი - კავკასიელებისგან განსხვავებით, ჩვენ უფროსების პატივისცემა დავკარგეთ
რუსეთის ნაკრების კაპიტანი - კავკასიელებისგან განსხვავებით, ჩვენ უფროსების პატივისცემა დავკარგეთ

რუსეთის ნაკრებისა და პეტერბურგის „ზენიტის“ კაპიტანმა, არტიომ ძიუბამ Match TV- ს გენერალური პროდიუსერის, თინა კანდელაკის ინსტაგრამზე პირდაპირ ეთერში კავკასიელებთან დამოკიდებულებაზე ილაპარაკა და აღნიშნა, მათში რა თვისებები მოსწონს.

„შესაძლოა, კავკასიელებისადმი სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გაგვაჩნია, მაგრამ მე მათში ძალიან მომწონს, უფროსებს როგორი პატივისცემით ეპყრობიან. ჩვენ, ბევრმა რუსმა ეს დავკარგეთ. მშობლების გარდა, სხვა უფროსებთანაც უნდა გვქონდეს პატივისცემა, რაც ბევრს არ ესმის. ეს ყველამ იცის, მაგრამ ამის მოსმენა ყველას არ სურს“. – თქვა ძიუბამ.

რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა და ჯანო ანანიძემ 2014 წელს „როსტოვში“ ერთად იჯარით ითამაშეს და რუსეთის თასის მფლობელები გახდნენ. ამის შემდეგ „სპარტაკს“ ისევ ერთად დაუბრუნდნენ. ნახევარ წლის შემდეგ მათი გზები გაიყო – ანანიძე მოსკოვურ გუნდში დარჩა, ძიუბა კი ისევ „როსტოვში“ წავიდა, მაგრამ ბევრჯერ უთქვამს, რომ ჯანოსთან სამუდამოდ დამეგობრდა.