ნიკა ქუთათელაძემ რუსეთის ვირტუალური ჩემპიონატი მოიგო
ნიკა ქუთათელაძემ რუსეთის ვირტუალური ჩემპიონატი მოიგო

„სპარტაკის“ სარეზერვო შემადგენლობის ფეხბურთელმა, ნიკა ქუთათელაძემ რუსეთის პრემიერლიგის გუნდების მოთამაშეთა მონაწილეობით გამართული კიბერფეხბურთის (PES eSports) ტურნირი მოიგო. ფინალში, 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ორი მატჩის ჯამში არტიომ ძიუბას „ზენიტი“ 5:3 დაამარცხა.

ქუთათელაძე რუსეთის ნაკრებისა და „ზენიტის“ თავდამსხმელს სუპერ ფინალში შეხვდა და ორი შეხვედრა ჩაატარა – პირველ მატჩში გაიმარჯვა ანგარიშით 3:1, ხოლო მეორე ფრედ დაასრულა 2: 2 და PES 2020 eSports-ის ტურნირის გამარჯვებული მოსკოვის „სპარტაკი“ გახდა.

ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ დაწერა, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ფინალი წააგო „სპარტაკთან“. მაგრამ ქართველის გვარი არ ახსენეს. გამოცემა „რეალნოევრემია“-მ (realnoevremya) კი გამარჯვებულად ძიუბა გამოაცხადა.