„სპარტაკის“ სარეზერვო შემადგენლობის ფეხბურთელმა, ნიკა ქუთათელაძემ რუსეთის პრემიერლიგის გუნდების მოთამაშეთა მონაწილეობით გამართული კიბერფეხბურთის (PES eSports) ტურნირი მოიგო. ფინალში, 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ორი მატჩის ჯამში არტიომ ძიუბას „ზენიტი“ 5:3 დაამარცხა.
ქუთათელაძე რუსეთის ნაკრებისა და „ზენიტის“ თავდამსხმელს სუპერ ფინალში შეხვდა და ორი შეხვედრა ჩაატარა – პირველ მატჩში გაიმარჯვა ანგარიშით 3:1, ხოლო მეორე ფრედ დაასრულა 2: 2 და PES 2020 eSports-ის ტურნირის გამარჯვებული მოსკოვის „სპარტაკი“ გახდა.
ზოგიერთმა რუსულმა გამოცემამ დაწერა, რომ რუსეთის ნაკრების კაპიტანმა ფინალი წააგო „სპარტაკთან“. მაგრამ ქართველის გვარი არ ახსენეს. გამოცემა „რეალნოევრემია“-მ (realnoevremya) კი გამარჯვებულად ძიუბა გამოაცხადა.