უკრაინელმა რაკიცკიმ „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
უკრაინელმა რაკიცკიმ „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ცენტრალურმა მცველმა იაროსლავ რაკიცკიმ კონტრაქტი გაწყვიტა რუსულ კლუბთან.

უკრაინელი ფებურთელის ხელშეკრულება „ზენიტთან“ 2022 წლის ივნისამდე იყო ძალაში.

ხუთშაბათს, რაკიცკიმ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.

რაკიცკი დონეცკის „შახტარიდან“ „ზენიტში“ 2019 წლის დასაწყისში გადავიდა. მას შემდეგ, მან რუსულ კლუბში 108 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.