„ბილდი“ – „სპარტაკი“ ევროლიგიდან გარიცხეს, „ლაიპციგი“ უბრძოლველად გავა მეოთხედფინალში #1TVSPORT
„ბილდი“ – „სპარტაკი“ ევროლიგიდან გარიცხეს, „ლაიპციგი“ უბრძოლველად გავა მეოთხედფინალში #1TVSPORT

გერმანული გაზეთი „ბილდი“ ამტკიცებს, რომ მოსკოვის „სპარტაკს“ გააძევებენ ევროპის ლიგის გათამაშებიდან.

რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე „სპარტაკი“ გერმანულ „ლაიპციგს“ უნდა შეხვდეს. პირველი მატჩი ლაიპციგში 10 მარტს არის ჩანიშნული, განმეორებითი – 17 მარტს ნეიტრალურ მოედანზე.

წყაროს ცნობით, „სპარტაკს“ მიენიჭება ტექნიკური მარცხი. ასე რომ, „ლაიპციგი“ უბრძოლველად გავა მეოთხედფინალში.