„ლეგანესეს“ დონისაც არაა - ესპანეთში რუსების კაპიტანს დასცინეს
„ლეგანესეს“ დონისაც არაა - ესპანეთში რუსების კაპიტანს დასცინეს

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ არტიომ ძიუბას ინტერვიუს ფრაგმენტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის ნაკრებისა და პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელი ამბობდა, რომ მას მადრიდის „რეალის“ თამაში სურდა.

ესპანურმა გამოცემამ ძიუბა 2018 წლის მსოფლიო თასზე ესპანეთის ნაკრების „ჯალათად„ მონათლა. მკითხველებმა კომენტარებში რუსების რჩეული თავდამსხმელის სურვილზე ბევრი იცინეს:

„ის „ლეგანესესდონისაც არაა“.

„ძიუბა, „რეალში“ თამაში გსურს? მეც მინდა, ისევე როგორც ზედიზედ სამჯერ ჩემპიონატის მოგება“.

„თქვენ წერთ, რომ ეს ადამიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების „ჯალათი“ იყო, მაგრამ არც ვიცით, ვინ არის“, – წერენ ესპანელი გულშემატკივრები.

არტიომ ძიუბა მოსკოვის „სპარტაკის“ აღზრდილია. ის 2015 წლის ზაფხულში „ზენიტს“ შეუერთდა, როგორც თავისუფალი აგენტი, 2019 წელს კი რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

დატოვე კომენტარი