სანამ პრობლემა მაქსიმალურად არ შეგვაწუხებს, მანამდე გონს ვერ მოვეგებით - რუსების კაპიტანს კორონავირუსისადმი თანამემამულეთა დამოკიდებულება აშინებს
სანამ პრობლემა მაქსიმალურად არ შეგვაწუხებს, მანამდე გონს ვერ მოვეგებით - რუსების კაპიტანს კორონავირუსისადმი თანამემამულეთა დამოკიდებულება აშინებს

რუსეთის ნაკრებისა და „ზენიტის“ კაპიტანი არტიომ ძიუბა არ მალავს, რომ რუსების დამოკიდებულება კოროვირუსული პანდემიის მიმართ ძალიან სახიფათოა.

„ძნელია ასე ცხოვრება. სახლში ვარ და ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები, ფეხბურთი და ვარჯიში მენატრება. უკვე დამღალა იმან, რომ ჰაერს მხოლოდ აივანზე ვსუნთქავ. ძალიან მიკვირს, რაც ჩვენთან ხდება – მთელი მსოფლიო კარანტინშია, მაგრამ ჩვენ კი ამაზე არ ვზრუნავთ. სანამ პრობლემა მაქსიმალურად არ შეგვაწუხებს, მანამდე გონს ვერ მოვეგებით. ჩვენ არ ვართ ავად, ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით და ყოჩაღ, რა მარტივია ყველაფერი.

ხალხი ქუჩაში დასეირნობს და ეპიდემიას მშვიდად აღიქვამს. ჩვენ ბოლო მომენტში ვფიქრობთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ კარანტინი გაგრძელდება. ჩვენთან ყოველთვის ასეა – სანამ კუდი არ აგვეწვება, მანამდე გამოფხიზლება არ ვიცით. რა თქმა უნდა, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ როდესაც რაღაც უფრო სერიოზული მასშტაბით დაიწყება, მერე განგაში გვიანი იქნება.

ჩვენ ვუყურებთ ვიდეოს ამერიკიდან, იქ რა საშინელება ხდება. მსურს ყველას ვურჩიო, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ. რაც უფრო ადრე მივხვდებით საფრთხეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს ყველაფერი“ – ამბობს არტიომ ძიუბა.