უკრაინაში საქართველოს მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „სუმბატ თბილისკი“ დააკავეს
უკრაინაში კრიმინალური ავტორიტეტი, საქართველოს მოქალაქე სუმბატ აბასოვი, მეტსახელად „სუმბატ თბილისკი“ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრიანული ტელეკომპანია „112“ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორ უკრაინული მედია იტყობინება, სუმბატ აბასოვი ხარკოვში დააკავეს, როდესაც ის საზღვრის გადაკვეთას და რუსეთში გადასვლას არალეგალურად, საბუთების გარეშე ცდილობდა.
აბასოვი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისთვის ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.