უკრაინაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე მიიღო. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა – 165 ლეტალური ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში ვირუსით ინფიცირების 7 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 363 075 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 6 755 პაციენტი გარდაიცვალა, 148 642 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.