უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა
უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

უკრაინაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მთავრობის სხდომაზე მიიღო. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით გარდაცვლილთა რეკორდული რაოდენობა –  165 ლეტალური ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, ბოლო 24 საათში უკრაინაში ვირუსით ინფიცირების 7 474 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 363 075 შემთხვევაა აღრიცხული, მათ შორის 6 755 პაციენტი გარდაიცვალა, 148 642 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დატოვე კომენტარი