უკრაინაში რუსეთის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი 
უკრაინაში რუსეთის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი 

უკრაინაში რუსეთის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხმელნიცკის ოლქზე რუსმა სამხედროებმა ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის აპარატებით მიიტანეს იერიში.

14 უპილოტო თვითმფრინავიდან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 ჩამოაგდო. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქ ხმელნიცკზე სამი დარტყმა განახორციელეს.

26 თებერვალს, საღამოს უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

უპილოტო საფრენი აპარატები კიევის, ჩერნიგოვისა და ხმელნიცკის რაიონებში ჩამოაგდეს.