უკრაინის პოლიციამ კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავა.
ინფორმაცია ამის შესახებ კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კიევში 2011 წელს ჩავიდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის სამართლამდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს, რის შემდეგაც ის ქვეყანაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.
ვინაიდან დაკავებულს არ გააჩნია მოქალაქეობა, ის უცხოელების დროებითი მიღების ჩერნიგოვის პუნქტში გადაიყვანეს.
რამაზ ციკორიძის უკრაინიდან გაძევების საკითხი მისი პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ გადაწყდება.