უკრაინაში, ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, ქალაქ ირპენში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ქალაქ ირპენში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა. ცნობილია გარდაცვლილის ვინაობაც.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას სამი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი და ბახვა ჩიქობავა დაიღუპნენ. ორი მათგანი, დავით რატიანი და გია ბერიაშვილი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოასვენეს. მათ დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.