უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევას ცდილობდა.
სააგენტო lb-ს ცნობით, სამართალდამცავები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ბინაში დილით მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა იმართება.
ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ თავად სააკაშვილი სახლი სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სახურავზე ავიდნენ მაშველებიც.