უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული

10:28, 05.12.2017

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით,  სპეცრაზმი მიხეილ სააკაშვილის ბინის კარის შემტვრევას ცდილობდა.

სააგენტო lb-ს ცნობით, სამართალდამცავები ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის ბინაში დილით მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილის სახლში ჩხრეკა იმართება.

ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ თავად სააკაშვილი სახლი სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. სახურავზე ავიდნენ მაშველებიც.

მსგავსი