უკრაინაში, კრემენჩუკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა [ვიდეო]
უკრაინაში, კრემენჩუკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი ამბობს, რომ მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.