უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 12 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 235 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 1 853 249 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 37 014 ადამიანი.