უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 445 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 11 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 175.
საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსს 272 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყველაზე მეტი ინფიცირებული არის კიევის, ივანო-ფრანკოვსკის და ჩერნოვიცკის ოლქში.