უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

12:30, 01.05.2020

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. როგორც უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 445 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო დღე ღამეში გარდაიცვალა 11 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 175.

საერთო ჯამში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსს 272 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული არის კიევის, ივანო-ფრანკოვსკის და ჩერნოვიცკის ოლქში.

მსგავსი