უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 26 071 დაინფიცირდა, 576 ადამიანი გარდაიცვალა, 10 006 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულებს შორის არიან 1 830 ბავშვი და 477 მედიკოსი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 851 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ორ მილიონ 411 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, 66 204 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.