უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 836 და გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 836 ახალი შემთხვევა.
აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 55 607 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 427-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 977-ით გაიზარდა და ჯამში 28 131 შეადგინა.