უკრაინაში კორონავირუსის 7 464 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 7 464 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 326 პაციენტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 464 შემთხვევა გამოვლინდა, 10 540 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 326 პაციენტი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 340 407 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 773 490 პაციენტი გამოჯანმრთელდა.