უკრაინაში კორონავირუსის 5 804 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 297 პაციენტი
ბოლო 24 საათში, უკრაინაში კორონავირუსის 5 804 შემთხვევა გამოვლინდა, 10 477 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 297 პაციენტი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 427 827 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 920 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა.