უკრაინაში კორონავირუსის 15 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 608 პაციენტი
უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 936 შემთხვევა გამოვლინდა, 24 569 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 608 პაციენტი.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 400 304 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 877 021 პაციენტი გამოჯანმრთელდა.