უკრაინაში კორონავირუსის 15 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 608 პაციენტი
უკრაინაში კორონავირუსის 15 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 608 პაციენტი

უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 936 შემთხვევა გამოვლინდა, 24 569 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 608 პაციენტი.

ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 400 304 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 2 877 021 პაციენტი გამოჯანმრთელდა.