უკრაინაში „კიევ პრაიდის“ ფარგლებში კინოჩვენების შემდეგ, რამდენიმე ახალგაზრდას ნიღბიანები თავს დაესხნენ
უკრაინაში „კიევ პრაიდის“ ფარგლებში მოწყობილი კინოჩვენების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდას ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „კიევ პრაიდის“ ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს ფეხებით, თვალებში კი წიწაკის სპრეი შეასხეს.
„ეს იყო ღიად ჰომოფობიური თავდასხმა, მე წამაქციეს მიწაზე, მცემდნენ ფეხებით თავში, ჩემს ნაცნობებს წიწაკის გაზი შეასხეს“, – იხსენებს ერთ-ერთი დაშავებული უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
დაშავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. შემთხვევის ადგილას გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.
„კიევ პრაიდის“ ორგანიზატორები სოციალურ ქსელებში ღონისძიებების მონაწილეებს მოუწოდებენ, უკაცრიელ ადგილებს თავი აარიდონ.