უკრაინაში „კიევ პრაიდის“ ფარგლებში კინოჩვენების შემდეგ, რამდენიმე ახალგაზრდას ნიღბიანები თავს დაესხნენ

01:06, 20.06.2019

უკრაინაში „კიევ პრაიდის“ ფარგლებში მოწყობილი კინოჩვენების შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდას ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „კიევ პრაიდის“ ორგანიზატორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ერთ-ერთი დაზარალებული ყვება, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, სცემეს ფეხებით, თვალებში კი წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ეს იყო ღიად ჰომოფობიური თავდასხმა, მე წამაქციეს მიწაზე, მცემდნენ ფეხებით თავში, ჩემს ნაცნობებს წიწაკის გაზი შეასხეს“, – იხსენებს ერთ-ერთი დაშავებული უკრაინულ მედიასთან საუბრისას.

დაშავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. შემთხვევის ადგილას გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

კიევ პრაიდის“ ორგანიზატორები სოციალურ ქსელებში ღონისძიებების მონაწილეებს მოუწოდებენ, უკაცრიელ ადგილებს თავი აარიდონ.

მსგავსი