უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, განხორციელდება შესაბამისი პროცედურები.