უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
უკრაინაში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 286 ადამიანს დაუდასტურდა. უკრაინაში გასული დღე-ღამეში 5 927 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა 2 330-ს შეადგენს.
უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა 147 კოვიდინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტირება 64 842 ადამიანს ჩაუტარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 280 904 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 128 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 24 689 პაციენტი კი გარდაიცვალა.