უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 471 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 471 ადამიანი დაიღუპა, ლეტალური შემთხვევების ასეთი მაჩვენებელი ბოლოს 7 აპრილს დაფიქსირდა, როცა ქვეყანაში ვირუსით ერთ დღე-ღამაში 481 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში ვირუსი ლაბორატორიულად 16 309 ადამიანს დაუდასტურდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში „კოვიდ-19“-ის 2,59 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 59 523 ადამიანი.