უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

29 წლის მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან, წინა ხაზზე ინტენსიური ბრძოლისას, სავარაუდოდ, ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მაზანაშვილი წლების განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი უკრაინაში იბრძოდა.

გარდაცვლილ მებრძოლს თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში დაასვენებენ, შემდეგ კი გორის რაიონის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.