უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.
38 წლის ლევან სახელაშვილი ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. პროფესიონალი სამხედრო 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. უკრაინაში საბრძოლველად ის რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყებიდან მალევე წავიდა.
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.