უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირება კი 311 პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 69-ს მიაღწია, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 203 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი.