უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა

12:14, 10.04.2020

უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, ​ინფიცირება კი 311 პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 69-ს მიაღწია, ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 2 203 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი.

მსგავსი